"ლივერპული" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სრულიად მოულოდნელად აფეთქდა - ლუის დიაზის თითქმის დადასტურებული ტრანსფერის შემდეგ, ისინი აქტიურობას აგრძელებენ.
90Min იტყობინება, რომ მერსისაიდული გრანდი მზადაა, "ფულემიდან" ფაბიო კარვალიო იანვარშივე წამოიყვანოს, იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონშიფის გუნდი მას დათმობს.
ჯერჯერობით, სატრანსფერო ღირებულებაზე ცნობები არ ვრცელდება, მაგრამ კარვალიოს კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, ამიტომ "ფულემს" მისი გაყიდვა უნდა აწყობდეს.
კარვალიოს გადაბირება კიდევ რამდენიმე პრემიერ ლიგულ გრანდს უნდა.