"ლივერპული" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველ ტრანსფერს უახლოვდება - გუნდი ლუის დიაზს იფორმებს.
Goal იტყობინება, რომ კოლუმბიელი მოთამაშის ტრანსფერი მერსისაიდული გრანდის ორი ფეხბურთელის გაყიდვის შანსებს ზრდის.
საუბარია ტაკუმი მინამინოსა და დივოკ ორიჯიზე, რომელთა სათამაშო დრო, მკვეთრად შემცირდება. არც იაპონელი და არც ბელგიელი დიდი სათამაშო პრაქტიკით არ იყო განებივრებული, დიაზის ტრანსფერი კი სიტუაციას უფრო გაართულებს.
ორივე მათგანს როგორც ინგლისიდან, ასევე სხვა ჩემპიონატებიდან რამდენიმე მსურველი ჰყავს.