ყველაფერი დროის ამბავია - რა გააკეთა "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ

ყველაფერი დროის ამბავია - რა გააკეთა "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ

"ლივერპული" ლუის დიაზის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია - "პორტოს" ვარსკვლავი სულ მალე პრემიერ ლიგაში უნდა გადმობარგდეს. 

Goal იტყობინება, რომ მერსისაიდულმა გრანდმა 25 წლის შემტევისთვის სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა - ეს პროცედურა არგენტინაში ჩატარდება, გამომდინარე იქიდან, რომ დიაზი ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკაშია.

დიაზი არგენტინაში დღეს ჩაფრინდება, ნაკრების მატჩის შემდეგ კი დიდი ალბათობით, შემოწმებას გაივლის. 

თავის მხრივ, გზაშია "ლივერპულის" დელეგაციაც. წესით, ყველაფერმა ისე უნდა ჩაიაროს, როგორც დაგეგმილია.

3 თვის წინ
527 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 185
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ