"ლივერპული" უახლოს საათებში ლუის დიაზის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.
ლოგიკურია, რომ კიდევ ერთი შემტევი ფეხბურთელის მოსვლის შემდეგ, ვინმეს გუნდის დატოვება მოუწევს.
გავლენიანი ჟურნალისტის, ჯეიმს პირსის ინფორმაციით ეს შესაძლოა ტაკუმი მინამინო იყოს. თუ მერსესაიდელები მის სანაცვლოდ 20 მილიონს მიიღებენ, ისინი მას თავისუფლად გაუშვებენ.
ასევე "წითლები" განიხილავენ დივოკ ორიჯი ტრანსფერს, რომლითაც უკვე დიდი ხანია პრემიერ ლიგის და სერია ა-ს რამდენიმე გუნდი ინტერესდება.