ვირჯილ ვან დაიკი და ალისონ ბეკერი თანამედროვე "ლივერპულის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორი ტრანსფერია.
ნიდერლანდელმა მცველმა მედიასთან საუბრისას ბრაზილიელი კიპერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"ძალიან ბედნიერი და, ამავდროულად, მადლიერი ვარ, რომ ალისონი ჩვენი მეკარეა.
ის თანაბრად ძლიერია პირისპირ თამაშისას, ფეხის გამოყენებისას. ალისონი ძალიან დამაჯერებელია, თანამედროვე ფეხბურთში მისნაირი მეკარის ყოლა აუცილებელია", - განაცხადა ვან დაიკმა.