როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, "მანჩესტერ სიტიმ" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი გააოფიციალურა.
ყოფილმა ფეხბურთელმა, ტონი კასკარინომ, დაასახელა ფეხბურთელის, რომლის ტრანსფერითაც "ლივერპული" "ქალაქელებს" იდეალურად უპასუხებდა.
"ჰარი კეინის დამატება შესანიშნავი გზა იქნება "ლივერპულისთვის", რომ უპასუხოს "სიტის" ჰოლანდის ტრანსფერს."
"ტოტენჰემი" სეზონს ჩემპიონთა ლიგის მიღმა ასრულებს და თუ ეს მოხდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კეინს მომავალ წელს იქ დარჩენა მოუნდეს." - თქვა კასკარინომ.