ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულის" პირველი შენაძენი "ფულემის" ნახევარმცველი, ფაბიო კარვალიო იქნება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდი პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს რამდენიმე დღეში დაადასტურებს.
როგორც ირკვევა, "ფულემი" კარვალიოს სანაცვლოდ 5 მილიონს მაინც მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ კარვალიო თავისუფალი აგენტია.
იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, რომ "ლივერპული" მის პირველ გუნდში დატოვებას აპირებს. ამ ეტაპზე, ფაბიოს იჯარით გასხვისება არ იგეგმება.