ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი განსაკუთრებით პრემიერ ლიგის გრანდებისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
"დორტმუნდის" ინსაიდერმა და Bild-ის საკმაოდ სანდო ჟურნალისტმა, სებასტიან კოლსბერგერმა, ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის თაობაზე საინტერესო ცნობა გაავრცელა:
"ბელინგემის შეძენა ყველას უახლოეს მომავალში სურს, ის ინგლისის ეროვნული ნაკრების მომავალი ვარსკვლავია. ყველაზე მეტად "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" აქტიურობენ, მაგრამ უპირატესობას მერსისაიდული გრანდი ფლობს. ჯუდის "ლივერპულში" ხილვა უფრო რეალური პერსპექტივაა", - წერს გერმანელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ბელინგემისთვის ბრძოლაში ჩაერთო მადრიდის "რეალიც", თუმცა, პრემიერ ლიგის გრანდებთან შედარებით, "სამეფო კლუბის" შანსები მცირეა.