"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, მერსესაიდთა ლიდერის, სადიო მანეს შესახებ ისაუბრა.
"ნებისმიერ კლუბს, რომელიც ზაფხულში მანეს წაყვანას ეცდება, დაბრკოლება უნდა შეექმნას. კლოპის ერაში, მანე ჩემი საყავრელი "ლივერპულის" ფეხბურთელია. ის ძალიან ხშირად დაუფასებელია."
"თუ მანე ამ ფორმას შეინარჩუნებს, მან შესაძლოა "ლივერპულს" 4 ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს. ასევე პრემიერ ლიგის ფეხბურთელებიდან მას ოქროს ბურთის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს."
"მანე რომ არ ყოფილიყო ასეთი კარგი, ლივერპული ვერ კვალიფიცირდებოდა ჩემპიონთა ლგიაზე მისი პირველი სეზონის ბოლოს. ამან შემდეგ კლოპმს მისცა სალაჰის, ვან დეიკის, ალისონის და ფაბინიოს ტრანსფერების საშუალება." - თქვა კარაგერმა.