2021/22 წლების სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება და პრემიერ ლიგაში ტრადიციულად სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევენ.
სოციალურ ქსელში, პრემიერ ლიგის ოფიციალურმა გვერდმა, გამოაქვეყნა სეზონის 8 საუკეთესო ფეხბურთელის სახელი, სადაც "ლივერპულის" ორი მოთამაშეც, მოჰამედ სალაჰი და ტრენტ-ალექსანდრ არნოლდი, მოხვდა.
ახლა ჯერი ფანებზეა, გულშემატკივრებმა ამ სიიდან სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა აირჩიონ.
სრული სია ასე გამოიყურება:
- ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი
- ჯარედ ბოუენი
- ჟოაო კანსელო
- კევინ დე ბრუინი
- ბუკაიო საკა
- მოჰამედ სალაჰი
- ჰიონ-მინ სონი
- ჯეიმს უარდ-პრაუსი
ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე - PL POTS