კლოპი: "იმედია ფინალში ამ ძალას გამოვიყენებთ"

კლოპი: "იმედია ფინალში ამ ძალას გამოვიყენებთ"

FA თასის ფინალის წინ, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.

"კარაბაო თასის ფინალში პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ. რამდენჯერმე ვთქვი უიღბლობის გარეშე, შანსი არ გაქვთ და იმ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო."

"უემბლიზე თამაში დიდი მოვლენაა. თებერვალში აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობდით და იმედია ეს განმეორდება."

"მემგონი ჩემ ერთ ფეხბურთელსაც არ მოუგია FA თასი. მილნერმა მოიგო? ერთადერთია ისაა. დანარჩენებისთვის ეს პირველი ჯერი იქნება."

"ჩელსი" თასების სპეციალისტია. ისინი ხშირად იგებდნენ, თუმცა ჩვენც გვინდა ვცადოთ."

"ჩელსი ნამდვილად კარგად გაწვრთნილი გუნდია. ისინი სხვა გუნდების მსგავსი სისტემბით თამაშობენ, თუმცა სხვა დონეზე არიან. დაცვა კარგადაა ორგანიზებული, შეტევაში ბევრი ალტერნატივა აქვთ - ვერნერი, ჰავერცი, ლუკაკუ, პულიშიჩი."

"წარმოდგენა არ მაქვს როგორი შემადგენლობით ითამაშებენ ისინი. ძალიან საინტერესოა მომზადება. ფინალია. ნამდვილად გასაკვირი იქნება, სუსტ გუნდს რომ შევხვდეთ."

"ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი შიდა თასია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. მე არ მინახავს FA თასის 20 ფინალი, მაგრამ არა მგონია, ეს მჭირდებოდეს იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდია ეს ტურნირი."

"დარწმუნებული ვარ, ამ თამაშს მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი უყურებს. იმედია ამ ძალას გამოვიყენებთ." - თქვა კლოპმა.

2 კვირის წინ
315 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 185
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ