კლოპი: "ფაბინიო ამ მატჩისთვის მზად იქნება"

კლოპი: "ფაბინიო ამ მატჩისთვის მზად იქნება"

"ჩელსისთან" თამაშის წინ, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის შესახებ ისაუბრა.

"ფაბინიო ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის აუცილებლად დაბრუნდება. მაქამდე? ვნახავთ. ის პროფესიონალია. მას არ გაუხარდა ეს ტრავმა, თუმცა მიიღო."

"ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ ბიჭების დამოკიდებულება გვეხმარება ჩვენ პერფორმანსებში. ხვალ შეიძლება ვითამაშოთ 90 წუთი ან 120 წუთი. ეს არ შეცვლის მომდევნო მატჩის დროს."

"კვირას "სიტის" შედეგიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს საკმარისი ვარიანტები, მთავარია სწორის პოვნა."

"გუშინ მედიასთან ორი ფინალის შესახებ მომიწია ლაპარაკი. მადრიდზე ჯერ ვერც ვიფიქრებ. ინგლისის თასის ფინალი ჩვეულებრივი მატჩი არასდროს იქნება."

"თუ არ შეგიძლია დატკბე ამ სეზონით, მე ვერ დაგეხმარები. ძალიან მიხარია, რომ ხალხი ამ მოგზაურობის ნაწილია."

"მეტი თამაში ყოველთვის ცუდი იდეაა. ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ცუდი აზრია. ბევრი ვილაპარაკე ამაზე. ცხადია, არავის აინტერესებს. არ მქონდა დრო, რომ დეტალები გამეგო - ცოტა მოვისმინე ამის შესახებ." - თქვა კლოპმა.

2 კვირის წინ
288 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 185
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ