იურგენ კლოპი უკვე თითქმის 1 ათწლეულია, რაც "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელია, თუმცა ამ დროის განმავლობაში, როგორც ჩანს, მისი გადაბირება ევროპულ გრანდებს სურდათ.
თავად გერმანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ მან რამდენჯერმე დაბლოკა მიუნხენის "ბაიერნის" შეთავაზება:
"რამდენჯერმე შემეძლო, მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლა და უფრო მეტი ტიტულის მოგება, ვიდრე მოვიგე, მაგრამ ეს არ გავაკეთე.
მე "ლივერპულთან" კონტრაქტი მაკავშირებს და მას ბოლომდე მივიყვან", - განაცხადა კლოპმა.
ცნობისთვის, იურგენმა დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფაბინიო გუნდს აუცილებლად დაეხმარება.