2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულმა" "საუთჰემპტონიდან" სადიო მანე შეიძინა, თავდაპირველად, ამ ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა.
როგორც ჩანს, მათ შორის იყო ჯეიმი კარაგერიც:
"მახსოვს, მანეს ტრანსფერის დროს ტვიტერზე დავწერე, რომ მასსში გადახდილი თანხა ზედმეტად მეჩვენებოდა, როგორც ჩანს, ვცდებოდი.
თავდაპირველად იწერებოდა, რომ მის სანაცვლოდ 37 მილიონი გადავიხადეთ, მაგრამ ინსაიდერებმა მითხრეს, რომ ის 32 მილიონი დაგვიჯდა. ვფიქრობდი, რომ აღნიშნული 5 მილიონი მნიშვნელოვანი თანხა იყო.
ახლანდელი გადმოსახედიდან, ეს უბრალოდ სასაცილოა. მანეს სანაცვლოდ დამატებითი 5 მილიონის გადახდა კითხვის ნიშნებს არც კი იწვევს", - განაცხადა მან.