"ლივერპულის" ქართული ფანკლუბი (LIVERPOOLFC.GE) ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დიდ საფეხბურთო ატმოსფეროს აანონსებს. გთავაზობთ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად:
"ლივერპულის" ფანკლუბი 28 მაისს მთაწმინდის პარკში დაბანაკდება და ერთად ლამაზ, ბრიტანულ საღამოს მოაწყობს, სადაც გელოდებათ ცივი ლუდი, სნექები, იქნება გათამაშებები და ბევრი სასიამოვნო სიურპიზი.
ტერიტორიაზე იქნება დაახლოებით 500-600 ადამიანის ადგილი, რომლებიც არც იჯავშნება და არც დანომრილი არ არის, ასე რომ, მოემზადეთ ნამდვილი ბრიტანული საღამოსთვის!
ღონისძიება დაიწყება 19:00 საათზე, მატჩის დაწყებას კი ყველა ერთად დაველოდებით სხვადასხვა გასართობი აქტივობებით, ბევრი სიმღერით, ჩანტებითა და "პირო ტექნიკით" გადაწითლებულ მთაწმინდის პარკში! ნამდვილი გუნდის, ნამდვილი ფანები იქნებიან აქ!
ინფორმაცია ბილეთებთან დაკავშირებით:
ვინაიდან გადავწყვიტეთ, რომ ივენთი ყოფილიყო ღია ცის ქვეშ კერძო ტერიტორიაზე და უმაღლესი ხარისხის აპარატურით, მოსულიყო მაქსიმალურად ბევრი მსურველი, მოგვიწია დიდი ხარჯების გაღება, რამაც შესასვლელი ბილეთისთვის შემდეგი ფასის დადება გამოიწვია - 20 ლარი. თანხა სრულად მოხმარდება ჩვენს ფან-ბაზასა და ივენთს
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტერიტორია შემოღობილია, რაც ზემოთაღნიშნული რაოდენობის ტევადობას გულისხმობს, ასე რომ, ნუ გადადებთ ბილეთების შეძენას, რაოდენობა შეზღუდულია, მსურველი კი ძალიან ბევრი
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ივენთის ბმული:
https://www.fb.com/events/538512928002929
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ფანკლუბის ოფიციალურ გვერდს: