"ეს ფაქტორი რეალს გამარჯვებას მოუტანს" - ნევილმა ფინალის შესახებ ისაუბრა

"ეს ფაქტორი რეალს გამარჯვებას მოუტანს" - ნევილმა ფინალის შესახებ ისაუბრა

გარი ნევილმა მედიასთან საუბრისას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდების შანსები შეაფასა, სადაც "ლივერპულის" მთავარი სუსტი წერტილი დაასახელა.

"არამგონია ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. პარიზის ფინალზე ბევრი ვიფიქრე,  რეალზეც ბევრს ვფიქრობდი და იმაზე, თუ რატომ ახერხებს ეს გუნდი თავისი მატჩების მოგებას და ქამბექების შესრულებას.

1999 წელი და ისიც გავიხსენე, თუ როგორ ასრულებდა იუნაიტედი მუდმივად ქამბექებს და მატჩის მიწურულს იმარჯვებდა. საქმე ჩვენს ნახევარდაცვაში იყო, კინი, ბატი, სქოულზი, გიგსი, ბექჰემი. ისინი აბსოლუტური ფენომენები იყვნენ, დაუჯერებელი დონის.

რეალის ნახევარდაცვას ვუყურებ და კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე და კამავინგა, ეს ხუთი ფეხბურთელი სამეფო კლუბს პირველიდან ბოლო წუთამდე უძღვებიან.

ვფიქრობ, ლივერპულის ნახევარდაცვა მათი სუსტი წერტილია და ბოლო 15 წუთში ეს ხუთი ნახევარმცველი რეალს გამარჯვებას მოუტანს." - განაცხადა ნევილმა.

1 თვის წინ
389 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 223
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ