როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" ამჟამად აქტიურად ინტერესდება "მონაკოს" ნახევარმცველის, ორელიენ ჩოამენის შეძენით და მერსესაიდები მისი დამატების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტებიც არიან.
ასევე ახალგაზრდა ფრანგს მადრიდის "რეალიც" აკვირდება. ერთ-ერთ ინტერვიუში ორელიენმა ამ ორი გუნდის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ორივე გუნდი მომწონს. შემძლია ვუყურო ინგლისურ და ესპანურ თამაშებსაც. ამ ორ ქვეყანაში თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება. საბოლოოდ, ჩემთვის ადაპტაციის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია." - თქვა ჩოამენიმ.