კლოპი: "2018 წლის ფინალში ეს მოხდა, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს"

კლოპი: "2018 წლის ფინალში ეს მოხდა, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს"

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.

"განწყობა კარგია, ძალიან კარგი. ჩვენ ნამდვილად აღფრთოვანებული ვართ აქ ყოფნით. ვგრძნობთ სტადიონს."

"ტიაგო კარგად გამოიყურება. გუშინ მან გუნდთან ერთად ივარჯიშა. ფაბინიომაც ჩვეულებრივად ივარჯიშა."

"არ ვიცი, როგორი შეგრძნება იქნება ფინალის მოგება. თამაშის შემდეგ მკითხეთ. გვინდა მათ ნამდვილი ბრძოლა მოვუწყოთ. მათ ზოგიერთ ფეხბურთელს ამ ტურნირის მოგება მეხუთე შეუძლია, მწვრთნელს კი - მეოთხედ. ჩვენ ამ გამოცდილებას ვერ ვიყიდით."

"არავინ არ უნდა ინერვიულოს მოს გამო. წინა ფინალში ყველამ ერთად წავაგეთ, მაგრამ ის ადრე დაზიანდა. ახლა ის ძალიან კარგ ფორმაშია. ყველა მოთამაშეს სხვადასხვა რამ აძლევს მოტივაციას. ჩვენ არ დაგვიწყებია ის თამაში."

"კარიუსს ტვინის შერყევა ჰქონდა. ეს თამაშის შემდეგ დადასტურდა. ამაზე არავინ საუბრობს."

"კარგ მომენტში ვართ და ფინალისთვის მზად ვართ. 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ 2019 კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოვიდა. ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია."

"უკრაინელებო, თქვენთვისაც ვთამაშობთ, 100%-ით."

"ის, რომ თამაში მაინც ტარდება და არა სანქტ-პეტერბურგში ეს სწორია. ცხოვრება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მის განადგურებას ცდილობენ." - თქვა კლოპმა.

1 თვის წინ
519 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 223
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ