კლოპი: "თუ ფეხბურთში ერკვევით, ამას აუცილებლად მიხვდებით"

კლოპი: "თუ ფეხბურთში ერკვევით, ამას აუცილებლად მიხვდებით"

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.

"სადიო თავისი ცხოვრების ფორმაშია. ამ წუთში მისი ყურება სასიხარულოა. წელს ფეხბურთი მისგან ბევრს ითხოვს. არ მაინტერესებს ბაიერნის ჭორები. მან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს."

"არასწორი მომენტია ამაზე სალაპარაკოდ. სადაც არ უნდა ითამაშოს მომავალ სეზონში, ის იქნება დიდი მოთამაშე."

"როდესაც ხვდები, როგორი გძით ხდება ამხელა ტურნირების მოგება, ეს ფეხბურთელის ტრანსფერზე აუცილებლად მოქმედებს. ან რონალდო და მესი ხარ, ან ჩემპიონთა ლიგას იგებ. ეს აუცილებლად გაზრდის სადიოს ტრანსფერის შანსებს."

"მნიშვნელოვანია, რომ კეიტას შეუძლია თანმიმდევრულად ივარჯიშოს და ითამაშოს. როდესაც ნაბი ადაპტირდა, ტრავმა მიიღო. ის თავისი ცხოვრების ფორმაშია და მართლაც კარგი სეზონი ჩაატარა."

"ჩვენ ვმსჯელობთ საბოლოო შედეგით. თუ ფეხბურთში ერკვევი, იცი, რაც ჩემმა ბიჭებმა გააკეთეს, განსაკუთრებულია. ეს ყველაფერი მედლის ფერზეა დამოკიდებული."

"არ ვიცი ვინაა აქ ფავორიტი. თუ შეხედავთ, როგორ აღნიშნავენ ისინი "ქამბექებს", ფავორიტები ისინი არიან. მაგრამ მე მინდა, რომ ჩვენ იმავე დონეზე ვიყოთ." - თქვა კლოპმა.

1 თვის წინ
377 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 223
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ