იურგენ კლოპის პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი ცალსახად სადიო მანეს საკმაოდ იაფად შეძენა იყო.
როგორც ჩანს, ლივერპულს მისი ტრანსფერისთვის კონკურენციას მანჩესტერ იუნაიტედი უწევდა და, მეტიც, ახლოს იყო სენეგალელი ვარსკვლავის გაფორმებასთან:
"გულწრფელად რომ ვთქვა, იუნაიტედში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. კონტრაქტი მზად იყო, ყველაფერი შევათანხმეთ, მაგრამ ლივერპულში გადასვლა ვარჩიე, რადგან იურგენ კლოპის პროექტმა მომხიბლა.
ჩემი მომავალი? ახლა ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმავე კითხვით შაბათს მოდით, თქვენთვის საუკეთესო პასუხი მაქვს", - განაცხადა მანემ.
მას ლივერპულთან ხელშეკრულება 2023-წლის ზაფხულში ეწურება.