Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" მზადაა, "ბარსელონელის" გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საუბარია პაბლო გავისთან დაკავშირებით.
ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 50 მილიონ ევროს შეადგენს.
ბუნებრივია, კატალონიური კლუბის სურვილი მისი შენარჩუნებაა.
მეორე მხრივ, თავად გავისაც არ სურს "ბლაუგრანას" დატოვება მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.