ლივერპულმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად დაიწყო - გუნდმა უკვე გააოფიციალურა როგორც ფაბიო კარვალიოს, ასევე დარვინ ნუნიესის ტრანსფერები.
ამასთან ერთად, მერსისაიდულმა გრანდმა კალვინ რემზის თაობაზე "აბერდინთან" შეთანხმებას მიაღწია.
ლივერპული შოტლანდიელი განაპირა მცველის ტრანსფერს უახლოეს მომავალში გააოფიციალურებს, გუნდს გარიგება გარანტირებული 4 მილიონი დაუჯდება, რასაც 2.5 მილიონიანი ბონუსები ემატება.
რემზი წითლებთან ხელს 2027 წლამდე კონტრაქტს მოაწერს, ახალგაზრდა ფეხბურთელი დიდწილად ტრენტ ალექსანდრ არნოლდის ნომინალურ შემცვლელად მოიაზრება.