ზაფხულის და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, მედია აქტიურად ლაპარაკობდა ჯო გომეზის "ენფილდიდან" წასვლაზე, თუმცა მერსესაიდებმა ის შეინარჩუნეს.
Telegraph-ის ჟურნალისტის, კრის ბასკომბეს ინფორმაციით, პრე-სეზოზნე ინგლისელი მცველი "ლივერპულთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ახალი ხელშეკრულების დეტალები.
შეგახსენებთ, რომ გომეზს მერსესაიდულ კლუბთან კონტრაქტის ხანგრძლივობა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.