როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, "ლივერპულმა" უკვე დაიმატა ფაბიო კარვალიო, დარვინ ნუნიეზი და კალვინ რემზი.
Sky Sports-ის ჟურნალისტმა, მარკ მაკადამმა, მერსესადთა სატრანსფერო გეგმებზე ილაპარაკა.
"მათ ჯერ არ დაუმთავრებიათ. "ლივერპულს" აქვს გეგმა და სტრატეგია - ეს შეგძლიათ დაინახოთ მათ სამ ტრანსფერში. დარვინ ნუნიეზი მზადაა 'როკ-ენ-როლისთვის', კალვინ რემზი და ფაბიო კარვალიო კი ორი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია."
"მათ არ უნდათ პირველი გუნდისთვის მზა ფეხბურთელების შეძენა, კლოპს ფეხბურთელების გაუმჯობესება სურს."
"კალვინი შემტევი ფლანგის მცველია, "ლივერპულის" ფანებს ეს უყვართ. შეხედეთ ტრენტს და რობერტსონს, მათ უყვართ წინ წასვლა." - თქვა მაკადამმა.