"ლივერპულის" თავდამსხმელმა, ტაკუმი მინამინომ, გუნდში საკუთარი როლის შესახებ ისაუბრა.
"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ მატჩში ვითამაშებდი, რაღაცას დავტოვებდი. ვგრძნობდი, რომ მოტივირებული ვიყავი ამ იმედგაცრუებით ან ბრაზით და ასე ვგრძნობდი თავს ყოველდღე. მე ამის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ყოველთვის ვხვდებოდი ამ გრძნობებს ვარჯიშსა და მატჩებში."
"ემოციური მხარდაჭერა ნამდვილად არ მაქვს, მე მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვიდექი."
"იმ მატჩების უმეტესობა, რომელშიც ვითამაშე, არავის აინტერესებდა. შედეგი რომც მომეტანა, ამას გამოხმაურება არ მოჰყვებოდა."
"როგორც მოთამაშეს, არასდროს მქონია ასეთი რთული პერიოდი, რომ თამაში არ შემეძლოს. მე ვიცოდი, როგორ შემეძლო შემენარჩუნებინა ჩემი მდგომარეობა ამ სიტუაციაში და როგორ გამომეყენებინა ჩემი იმედგაცრუება შემდეგში."
"რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელს მაკმაყოფილებდა ის, რომ შემეძლო ყველა ტიტულისთვის ბოლომდე ბრძოლა. მაგრამ ამავდროულად, მოედანზე გასვლა და შედეგის მიღწევა მნიშნელოვან მატჩში ძალიან ბევრს ნიშნავს."
"მინდა ვიყო ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თამაში უფრო მნიშვნელოვანი მატჩებში და შედეგების დატოვება." - თქვა მინამინომ.