როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ნახევარმცველს, ნაბი კეიტას მერსესაიდულ კლუბთან კონტრაქტის ხანგრძლივობა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
სანდო და გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნახევარმცველის კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის პრიორიტეტია.
წყაროს თქმით, კლუბის და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ძალიან მალე შედგება.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის 40 მატჩში კეიტას 4 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა.