ჯონ ბარნსი: "მანეს წასვლაზე არ უნდა იწუწუნოთ"

ჯონ ბარნსი: "მანეს წასვლაზე არ უნდა იწუწუნოთ"

ყოფილმა "ლივერპულელმა", ჯონ ბარნსმა, სადიო მანეს კლუბიდან წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ეს არის თანამედროვე ფეხბურთი - მოთამაშეები მოდიან და მიდიან. ერთადერთი, რაც კლუბებს შეუძლიათ თავიანთი ფეხბურთელებისგან მოითხოვონ, არის ის, რომ მათ 100 პროცენტიანი ვალდებულება გაიღონ, სანამ კლუბში არიან და სადიომ ეს გააკეთა."

"იგივე იყო ჯინი ვაინალდუმთან დაკავშირებით გასულ ზაფხულს. სამწუხაროა მისი წასვლა, მაგრამ მანემ გადაწყვიტა, რომ მას ახალი გამოწვევა სჭირდებოდა. ფინანსურად, ეს მისთვისაც უკეთესი ნაბიჯია, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იწუწუნოთ იმაზე, რაც მან გააკეთა."

"იმედგამაცრუებელია მისი წასვლის ხილვა. კლუბმა ყველაფერი გააკეთა მის შესანარჩუნებლად,, მაგრამ ვერ გადაიხადა თანხა, რომელიც მას სურდა." - თქვა ბარნსმა.

1 კვირის წინ
218 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 223
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ