სადიო მანე კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. ის მერსისაიდელ ფანებსაც დაემშვიდობა და გერმანელი ქომაგებისთვისაც გააკეთა კომენტარი.
სენეგალელმა ვარსკვლავმა გაიხსენა მომენტი, როდესაც იურგენ კლოპს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო:
"ის ცოტათი სევდიანი იყო, მაგრამ ბევრი წარმატება მისურვა. კლოპის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
აქ 6 დიდებული წელი ვიყავი, ძალიან კარგ გარემოში და კარგ ფანებთან. მართალია, ჩემი წასვლით ყველა დავამწუხრე, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია, მჭირდებოდა ახალი გამოწვევა", - განაცხადა მანემ.