სადიო მანემ "ლივერპული" დატოვა და მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურა.
სადიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა და პარტნიორმა, მო სალაჰმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სენეგალელ ვარსკვლავს დაემშვიდობა:
"დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ბევრ წარმატებას გისურვებ ახალ თავგადასავალში! შენ ყველას ძალიან მოგვენატრები", - წერს ეგვიპტელი ვარსკვლავი სოციალურ ქსელში.
ჯერჯერობით, ფეხბურთელებს შორის, სალაჰი ერთ-ერთი პირველია, რომელიც მანეს გამოემშვიდობა. მას მადლობა გადაუხადა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმაც.