მაიკლ ედვარდსის "ლივერპულში" მოღვაწეობის ხანა დასასრულს მიუახლოვდა, ედვარდსმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
მაშინვე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული დირექტორის მიმართ ინტერესი გაჩნდა - მას ეპატიჟებიან გერმანიიდან, საფრანგეთიდან და, ახლა უკვე, ინგლისიდან.
Daily Mail იტყობინება, რომ მისი გაფორმებით დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი".
"არისტოკრატების" სპორტული დირექტორის პოზიცია ვაკანტურია, ხოლო "ჩელსი" იდეალურ კანდიდატურად სწორედ ედვარდსს განიხილავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ედვარდსმა შესაძლოა მოკლევადიანი შვებულებაც აიღოს და არცერთ კლუბს არ შეუერთდეს.