როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, სადიო მანე "ლივერპულიდან" "ბაიერნში" ოფიციალურად გადავიდა.
დეივიდ ო'ჰარას თქმით, მერსესაიდთა კაპიტანს, ჯორდან ჰენდერსონს მანეს გადაწყვეტილებაზე უნდა ემოქმედა.
"გაოგნებული ვარ, რომ მას წასვლის უფლება მისცეს. ის ჯერ კიდევ დაუჯერებელი მოთამაშეა. ის კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია."
"არ მჯერა, რომ მათ არ უფიქრიათ მისთვის დამსახურებული ფულის მიცემაზე. თუ ისინი არ აპირებენ მისთვის ფულის გადახდას, მაშინ სხვა გადაიხდის. ასე რომ, მან უნდა იცოდეს თავისი ფასი."
"ვფიქრობ, ეს ლივერპულისთვის დიდი დანაკარგია. ის თითქმის შეუცვლელია. ეს უდიდესი შეცდომაა."
"მე მას ვეტყოდი 'მანე შენ გვჭირდები!'. ჩვენ ძალიან წარმატებულები ვიყავით წინა სეზონში. მე რომ ჯორდან ჰენდერსონი ვიყო, მანეს გუნდში დატოვებაზე ვიფიქრებდი. მაგრამ, როდესაც მოთამაშემ უკვე გატრიალდა და ტავს საკმარისად დაფასებულად არ გრძნობს, რთულია მისი შეჩერება" - თქვა ო'ჰარამ.