როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" დიდი ხანია ინტერესდება დორტმუნდის "ბორუსიის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შეძენით.
მერსესაიდულ კლუბში გააზრებული აქვთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბელინგემის ტრანსფერი არარეალურია, თუმცა გუნდს ახალი ნახევარმცველი მაინც სჭირდება.
Goal-ის თქმით, იურგენ კლოპი აფასებს "ინტერსი" ნახევარმცველს, ნიკოლო ბარელას და მას ინგლისელი ფეხბურთელის ალტერნატივად განიხილავს.
ცნობისთვის, გასული სეზონის 48 მატჩში ბარელას 4 გოლი და 13 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.