ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლივერპული რამდენიმე ტრანსფერს გეგმავს.
მერსისაიდული გრანდის ლეგენდამ, ამჟამად კი ასტონ ვილას თავკაცმა, სტივენ ჯერარდმა, ლივერპულს სატრანსფერო რჩევები მისცა:
"ლივერპულის მხრიდან, თუ გავიხედებით 5-6-7 წლიან პერსპექტივაში, მათ აუცილებლად დასჭირდებათ ნახევარმცველი, 8 ნომერი, რომელსაც გოლების გატანა შეეძლება, სეზონში ათზე მეტის.
ჯორდან ჰენდერსონი და ჯეიმს მილნერი ასაკში შედიან. ისინი ტოპ ფეხბურთელები არიან, მაგრამ ასაკი ემატებათ
ისინი შემტევ კონტიგენტს ენდობიან, მაგრამ სჭირდებათ გამტანი ნახევარმცველი", - განაცხადა მან.