როგორც მოგეხსენებათ, სტივენ ჯერარდის "ასტონ ვილა" დიდი ხანია დაინტერესებულია "ლივერპულის" მცველის, ჯო გომეზის დამატებით.
Daily Star-ის ინფორმაციით, ბირმინგელები ინგლისელი ფეხბურთელისთვის £30 მილიონიან შეთავაზებას უკვე ამზადებენ.
სტივენ ჯერარდი მცველის დიდი თაყვანისმცემელია და გომესის მუნდიალზე თამაშის სურვილმა შესაძლოა მის ტრანსფერზეც იმოქმედოს.
გასულ სეზონში გომეზმა მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარ ანგარიშზე 1 ასისტი ჩაიწერა.