კევინ კემპბელი: "ლივერპულის ეს ფეხბურთელი ჯერარდის გუნდში უნდა გადავიდეს"

კევინ კემპბელი: "ლივერპულის ეს ფეხბურთელი ჯერარდის გუნდში უნდა გადავიდეს"

"ასტონ ვილას" დაცვის ცენტრში საკადრო პრობლემები ჰქონდა, ეს კი ძირითადად ტაირონ მინგსის ტრავმით იყო გამოწვეული.

Football Insider-თან საუბრისას, ლონდონის "არსენალისა" და "ევერტონის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კევინ კემპბელმა, ამ საკითხზე ისაუბრა:

"ბირმინგემულ კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს და ეს სტივენ ჯერარდმა შესანიშნავად იცის. ის ჭკვიანია და ხვდება, რომ კიდევ ერთი ცენტრალური მცველი საჭირო იქნება. 

ჯო გომეზს გასულ სეზონში "ლივერპულში" სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ვფიქრობ, "ასტონ ვილას" მსგავს გუნდში გადასვლა ამ პრობლემას მოაგვარებდა", - განაცხადა მან.

1 თვის წინ
304 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 272
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ