"იუნაიტედი" "ლივერპულის" მოთამაშის იაფად დამატებას განიხილავს - TALKSPORT

"იუნაიტედი" "ლივერპულის" მოთამაშის იაფად დამატებას განიხილავს - TALKSPORT

"მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს, ახლა კი გუნდმა ინტერესი "ლივერპულის" მოთამაშის მიმართ გამოხატა.

talkSPORT-ის ინფორმაციით, "იუნაიტედი" სერიოზულად განიხილავს ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის დამატებას, რომელიც, დიდი ალბათობით, ენფილდს დატოვებს.

ინგლისელ ფეხბურთელს კონტრაქტი მხოლოდ 1 წლით აკავშირებს "ლივერპულთან", რის გამოც მსურველებს მისი ტრანსფერი ბევრი არ დაუჯდებათ.

"მანჩესტერში" ფიქრობენ, რომ თუ მერსესაიდელები 10 მილიონ ფუნტს დათანხმდებიან, მაშინ ჩემბერლენი ოლდ ტრაფორდზე უნდა გადაბარგდეს.

ოქსლეიდის მთავარ პლუსად მისი მრავალფუნქციურობა ითვლება. 28 წლის ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე კარგად შეუძლია თამაში, მათ შორის კი ფლანგებზე და ნახევარდაცვის ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის უშუალო ტრანსფერი 1964 წლის შემდეგ არ მომხდარა. ბოლოს, ამ წელს ფილ ჩისნეილი შეუერთდა "ლივერპულს" "მანჩესტერიდან".

1 თვის წინ
507 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 272
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ