უეინ რუნი: "ამ მიზეზის გამო, "სიტი" "ლივერპულზე" უკეთესი გუნდია"

უეინ რუნი: "ამ მიზეზის გამო, "სიტი" "ლივერპულზე" უკეთესი გუნდია"

პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონი დაიწყო, ფავორიტებად კი "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" მოიაზრებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, უეინ რუნიმ, აწ უკვე დაწყებულ სეზონზე თავისი პროგნოზი გააკეთა და ეტიჰადელებისკენ გადაიხარა. 

"ლივერპული საოცარი გუნდია, როდესაც მათი დღეა, შეუძლიათ, ნებისმიერი გუნდი დაამარცხონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ "სიტის" ინდივიდუალურად უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომაც უკეთესი გუნდია", - განაცხადა რუნიმ.

ცნობისთვის, "ლივერპულმა" პირველ მატჩში "ფულემთან" ფრე ითამაშა, ხოლო პეპ გვარდიოლას შეგირდებმა "ვესტ ჰემი" 2-0 დაამარცხეს. 

რაც შეეხება რუნის ყოფილ გუნდს - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრაიტონთან" 2-1 დამარცხდა. 

2 თვის წინ
1222 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 345
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ