ჯეიმი რედნაპი: "ჯერარდმა ბელინგემზე ეს მითხრა"

ჯეიმი რედნაპი: "ჯერარდმა ბელინგემზე ეს მითხრა"

ჯუდ ბელინგემი "ლივერპულის" ფანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია. "დორტმუნდის" ვარსკვლავს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი კუმირი სტივენ ჯერარდი იყო.

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი რედნაპმა განაცხადა, რომ სტივისთან ჯუდზე აქვს ნასაუბრები:

"მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტივის ვესაუბრებოდი, მან კი მითხრა - "ის ნამდვილად კარგი ტალანტია, ასეა ხომ? ბრწყინვალე მოთამაშეა".

მახსოვს ჯერარდი 17 წლის ასაკში, როდესაც "ლივერპულის" პირველ გუნდთან ერთად დებიუტი ჰქონდა, იგრძნობოდა მისი ტალანტი. ვფიქრობ, ჯუდი ჯერარდს ჰგავს", - განაცხადა რედნაპმა.

1 კვირის წინ
298 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 107
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტრენტი, მატიპი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები