დიაზი: "ასეთ კლუბში თამაში მსურს"

დიაზი: "ასეთ კლუბში თამაში მსურს"

"ლივერპულის" ფეხბურთელმა, ლუის დიაზმა, კოლუმბიურ ჟურნალ SoHo-სთან საუბრის დროს, თავის ბავშვურ ოცნებაზე ილაპარაკა.

"მე მინდა ვითამაშო ესპანურ კლუბში, რომელიც ყოველთვის იპყრობდა ჩემი ოჯახის ყურადღებას, მაგრამ ეს უფრო ბავშვური ოცნებაა."

"ახლა მხოლოდ ტიტულების მოგებაზე და ისტორიის დაწერაზე ვფიქრობ ლივერპულთან ერთად, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ძალიან მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რაც მათ მომცეს." - თქვა დიაზმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულში" ტრანსფერამდე, დიაზით აქტიურად ინტერესდებოდა კატალონიური "ბარსელონა".

1 კვირის წინ
361 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 107
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტრენტი, მატიპი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

მსგავსი სიახლეები