stadium
სტადიონი
ენფილდი

"ლივერპულის" მთავარი სიმბოლო "ენფილდ როუდი" სიდიდით მე-7 სტადიონია ინგლისში. არენა 53,394 ადამიანს იტევს. საკუთარ საშინაო მატჩებს "ლივერპული" ამ სტადიონზე 1892 წლიდან ატარებს. მანამდე სტადიონი ქალაქ ლივერპულის კიდევ ერთ კლუბს, "ევერტონს" ეკუთვნოდა.


"ენფილდ როუდს" 4 მთავარი სტენდი აქვს: კოპი, მთავარი სტენდი, კენი დალგლიშის სტენდი და ენფილდ როუდ ენდი. სარეკორდო დასწრება არენაზე 1952 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დღეს სტადიონზე თავი 61 905-მა მაყურებელმა მოიყარა. მაშინ სტადიონზე ფეხზე დასადგომი ადგილებიც იყო, 1994 წლის შემდეგ კი "ენფილდი" მთლიანად ინდივიდუალური სკამებით აღჭურვეს.


სტადიონს 2 შესასვლელი აქვს, რომლებიც "ლივერპულის" ლეგენდარული მწვრთნელების სახელებს ატარებენ: ბილ შენკლისა და ბობ პიზლის. ასევე ორივე მათგანის ქანდაკება "ენფილდის" მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. სტადიონი ლივერპულის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. 

2002 წლის გეგმის მიხედვით, "ლივერპული" ახალ სტადიონზე - "სტენლი პარკზე" უნდა გადასულიყო, თუმცა გეგმის განხორციელება მოგვიანებით შეუძლებლად მიიჩნიეს და რამდენჯერმე "ენფილდს" რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, გაიზარდა ტრიბუნების მოცულობა. პროექტი ჯერ კიდევ განხორციელების ფაზაშია. არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, სტადიონის მოცულობა 61 000 ადგილამდე გაიზრდება.

"ენფილდმა" 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე მატჩს უმასპინძლა. "ლივერპულის" მთავარ არენაზე ჯგუფური ეტაპის 3 შეხვედრა და ერთიც მეოთხედფინალი გაიმართა. უკანასკნელად ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ამ სტადიონზე თავისი თამაში 2006 წელს ჩაატარა ურუგვაის წინააღმდეგ, შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1:0. "ენფილდზე" ასევე ჩატარებულა ქალთა ფეხბურთისა და რაგბი სუპერ ლიგის შეხვედრებიც. არენაზე შესრულებულა რამდენიმე ლეგენდარული მუსიკოსის კომპიზიციაც, მათ შორის აქ პოლ მაკარტნის უმღერია.

"ლივერპულს" "ენფილდზე" თავისი შეხვედრები 1893–94, 1970–71, 1976–77, 1978–79, 1979–80, 1987–88, 2008–09, 2017–18, 2018–19, 2019-20 წლების სეზონებში არ წაუგია. კლუბის სარეკორდი წაუგებელი სერია 85 მატჩს შეადგენს 1978 წლის ნოემბრიდან 1981 წლის იანვრამდე. ამ პერიოდში მერსისაიდულმა გრანდმა თავის სტადიონზე მეტოქეებს 212 გოლი გაუტანა, ხოლო 35 მიიღო. "ლივერპულმა" ზედიზედ 3 შეხვედრა "ენფილდზე" 3-ჯერ წააგო ისტორიაში. 1899–1900, 1906–07 და 1908–09 წელების სეზონებში, ხოლო ზედიზედ ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ 24 მატჩს ითვლის, ეს სრული რეკორდია ინგლისში (2018-19 და 2019-20 წლების სეზონი). 


 
         

 

 

poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 268
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ